ჯანმრთელობის დაცვა
რეგიონში მოქმედებს 4 საავადმყოფო, 27 ამბულატორია და 2 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი; რეგიონს ემსახურება 14 სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბრიგადა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
  განათლება
რეგიონში ფუნქციონირებს 86 საჯარო და 2 კერძო (მცხეთა, სტეფანწმინდა) სკოლა, რომლებშიც 11 525 მოსწავლე სწავლობს. უკანასკნელ წლებში თითქმის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მცხეთის რაიონში აშენდა 2ახალი სკოლა. სკოლების დიდი ნაწილი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და ჩაერთო ინტერნეტის ქსელში.
რეგიონში მუნიციპალურ დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს 59 საბავშვო ბაღი, სადაც 2743 ბავშვს ემსახურება 771 პედაგოგი და ტექნიკური პერსონალი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების უმრავლესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არადამაკმაყოფილებელია.
რეგიონში არ მოქმედებს არც ერთი საჯარო ან კერძო უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. მიმდინარეობს სამუშაოები წინამძღვრიაანთკარის საჯარო კოლეჯის რეაბილიტაცია-აღდგენისათვის.