მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობა 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 94 370 კაცს. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის რაოდენობა 125 443 კაცს შეადგენდა. 2002 წლიდან დღემდე მოსახლეობის რიცხოვნების კლების (-24,8%) ტენდენციით ხასიათდება, რაც სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული. ანალოგიური მაჩვენებლები პროცენტულად კიდევ უფრო მაღალია მთიან და მაღალმთიან ტერიტორიებზე, საიდანაც მიგრაციის პროცესებს უკანასკნელი რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეუქცევადი ხასიათი აქვს.
დღეისათვის, რეგიონის მოსახლეობის 40% მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხოლო ყველაზე ნაკლები, 5% - ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. რეგიონის მთლიან მოსახლეობაში სოფლად მცხოვრებთა ხვედრითი წილი 75%-ს შეადგენს.
რეგიონი გამოირჩევა მცირე მოსახლიანი სოფლების სიმრავლით. მთელს რეგიონში მხოლოდ ერთი სოფელია 5 000 მოსახლით (მცხეთის მუნიციპალიტეტის ს.მუხრანი), რეგიონის მასშტაბით 50 სოფელში ცხოვრობს 10-ზე ნაკლები კაცი, ხოლო 60-მდე სოფელი პრაქტიკულად მოსახლის გარეშეა დარჩენილი.
1.3 ეთნიკური უმცირესობები მუნიციპალიტეტში
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძირითად მოსახლეობას ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. ეროვნული უმცირესობები (ოსები, რუსები, ასირიელები, სომხები) კომპაქტურადაა დასახლებული მცხეთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში.
მცხეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე რეგისტრირებულია ოსი –834; აზერბაიჯანელი– 587; სომეხი –204; ასირიელი–1517; რუსი – 403.
დუშეთის მუნიციპალიტეტში გარდა ქართული მოსახლეობისა, ცხოვრობს : 65 –რუსი, 1577– ოსი, 11 –სომეხი, 6– აისორი, 12– აზერბაიჯანელი და 2 –ბერძენი.
თიანეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე რეგისტრირებულია: რუსი–30; ოსი–196; სომეხი –18; აზერბაიჯანელი –4; აისორი –16; ბერძენი–2;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია : ოსი –60; სომეხი–5; აზერბაიჯანელი – 1;