შალვა კერესელიძე სოფელ შუაფხოში გამართულ საერთო კრებას დაესწრო

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი საერთო კრება უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. საერთო კრებას მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაესწრო.
 
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის პრიორიტეტული საკითხები გააცნეს. ძირითად საჭიროებებად გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ცამეტივე სოფლისთვის გამოყოფილი თანხა გაერთიანდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საერთო სარგებლობის გზას და მოეწყობა გაბიონები.
 
მიმდინარე წელს, მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 450-მდე სოფელში დაფინანსდება. სამუშაოებზე ჯამში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.