რწმუნებული მცხეთის 6 სოფელში გამართულ საერთო კრებებს დაესწრო

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. საერთო კრებებზე ადგილობრივები მათთვის პრიორიტეტულ საკითხებს განიხილავენ და სასურველი პროექტის განხორციელებას ხმათა უმრავლესობის პრინციპით უჭერენ მხარს. მიმდინარე წელს, ჯამში, რეგიონის მასშტაბით, 450-მდე სოფელში დაახლოებით 5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება.
 
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გალავანში, წინამძღვრიანთკარში, ზაქაროში, ჯიღაურაში, ბიწმენდსა და წიწამურში გამართულ საერთო კრებებს დაესწრო.
 
შეხვედრებზე ძირითად საჭიროებებად გარე განათებების მოწყობა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასახელდა.
 
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის მიზანია ქართული სოფლების კიდევ უფრო გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა.