მხარის რწმუნებულმა არაგვისპირში რეაბილიტირებული ბაღი მოინახულა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაგვისპირში, საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში ბაღი გაფართოვდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. ასევე, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და მოეწყო სველი წერტილები. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის გაფართოება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საჭიროებად დასახელდა.

ახალრეაბილიტირებული ბაღი მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა. მათ ბაღის აღსაზრდელებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სოფელ არაგვისპირის საბავშვო ბაღი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. დაწესებულებაში სკოლამდელ განათლებას, ამ ეტაპზე, 41 ბავშვი იღებს.

სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.