რწმუნებულმა დუშეთისა და ყაზბეგის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
 
შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს პირადად ესტუმრა და წინასაახალწლოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.