შალვა კერესელიძე წილკანში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

წილკანის დევნილთა დასახლებაში სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია გარე განათებისა და საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი, ბილიკებისა და დასასვენებელი სივრცეების გაკეთება. სამშენებლო-კეთილმოწყობის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია.
 
მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გიგლა ფოცხვერაშვილთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან და მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასახლებაში ახალაშენებული მრავალფუნქციური დარბაზიც დაათვალიერეს.
 
მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 400 000 ლარს აღემატება. პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსდა.