ყაზბეგში გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხისა და ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული ხიდის აშენება, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში განხორციელდება. სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობა დროებითი ხიდით სარგებლობს.

გორისციხე-ვარდისუბნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 1.6 მლნ ლარს აღემატება.

მიმდინარე წელს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ახალრეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა. ასევე, აშენდა ახალი ხიდი სოფელ ყანობში.