რეგიონი პროექტთან "ეტალონი" თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს

დღეს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და პროექტის "ეტალონი" ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
 
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებს, რომელთა მიზანი ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი აკადემიური მიღწევების ზრდაა. ასევე, დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესში მოსწავლეებისა და მათი მშობლების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
 
"მჯერა, წარმატებულ, ეფექტურ და ჩვენი რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის სასარგებლო თანამშრომლობას ჩავუყარეთ საფუძველი. განათლებული მოქალაქე სახელმწიფოს უკეთესი მომავლის გარანტიაა. შესაბამის უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს განვითარებისა და წინსვლისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ" - განაცხადა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
 
მემორანდუმის ხელისმოწერის ცერემონიას რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.