ადმინისტრაციაში რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრებმა პროექტი „მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარება“ წარუდგინეს და რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე ესწრებოდა.
 
„მონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების“ მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ხელშეწყობა, მიმდინარე პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის განახლება, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობების ზრდა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა“ (SDC) და „თანამშრომლობა ავსტრიის განვითარებისთვის“ ორგანიზაციის (ADC) მხარდაჭერით.