საჯარო მოხელეებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმიანობის პრაქტიკა გაუზიარეს

მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმიანობის პრაქტიკა გაუზიარეს.
 
2-დღიანი შეხვედრის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების წარმომადგენლებმა გაიღრმავეს გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, პროექტების დაგეგმვის პრინციპები, გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი, საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე, საგზაო უსაფრთხოება, ხარისხის კონტროლი და ა.შ.
 
შეხვედრას, რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით მჭედლიშვილი ესწრებოდნენ.
 
ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.