შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა

ამ დროისთვის ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ.
 
გზის აღდგენითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა.მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა შესაძლებელი.
ადგილზე მობილიზებული რჩება მძიმე ტექნიკა.
 
ვითარების რეგულირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები.