მხარის რწმუნებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვას დაესწრო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმს „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ დაესწრო.
 
ფორუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და პოტენციური გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზანია ხელი შეუწყოს ძლიერი, აქტიური და ფინანსურად დამოუკიდებელი თვითმმართველობის ფორმირებას.
 
ფორუმი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.