მცხეთა-მთიანეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
 
„დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღვნიშნეთ. მეორე მსოფლიო ომში ასობით ათასი ქართველი, მათ შორის ჩვენი რეგიონის ბევრი წარმომადგენელი იბრძოდა. მინდა კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მათი თავდადებისა და თავგანწირვის წინაშე, ჩვენს ვეტერანებს კი დღეგრძელობა ვუსურვო“ - განაცხადა შალვა კერესელიძემ მუნიციპალიტეტებში გამართულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლისას.
 
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.