რწმუნებული ყაზბეგში ინტელექტუალურ შეჯიბრს "ეტალონი" დაესწრო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარებულ ინტელექტუალურ შეჯიბრს „ეტალონი“ დაესწრო.

პროექტში მონაწილეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 6 სკოლის 63-მა მოსწავლემ მიიღო. პირველი სამეულის წევრებმა - გუდაურის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ანი სეთურიძემ, სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლემ დავით ოდიშვილმა და გუდაურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ლუკა ჯაღმაიძემ მხარის სახელმწიფო რწმუნებულისგან წამახალისებელი საჩუქარი მიიღეს. მოსწავლეები, ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ქეთევან ალიბეგაშვილთან ერთად, ძველ თბილისს ესტუმრებიან, ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტებით ისტორიულ უბნებს დაათვალიერებენ და ქალაქის ისტორიას გაეცნობიან.

მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით პროექტი „ეტალონი“ უკვე ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა. 15 ივნისს, ფინალურ ტურში, რეგიონს ოთხი წარჩინებული ახალგაზრდა წარადგენს - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი სუარიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ მცხეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერ ხუბულური, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის საჯარო სკოლის მოსწავლე იოსებ გელიაშვილი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი სეთურიძე.