მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

►რეაბილიტაცია უტარდება სოფელ საგურამოდან ზედაზენის მონასტრამდე მისასვლელი გზის 6 კმ-იან მონაკვეთს;
►აქტიურად მიმდინარეობს ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა ქალაქ მცხეთაში;
►სრული რეაბილიტაცია უტარდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა კულტურის სახლები სოფელ მუხრანში და სოფელ ნატახტარში;
►მიმდინარეობს მცხეთა-შიომღვიმის გზის (კმ. 4) წმ. გიორგის ეკლესიასთან და წმ. დემეტრე თესალონიკელის მონასტერთან დამაკავშირებელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
►მიმდინარეობს დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქალაქ მცხეთაში;
►შენდება ახალი ხიდი მდინარე მტკვარზე;
►მიმდინარეობს სკვერების მოწყობის სამუშაოები ქალაქ მცხეთაში და სოფელ საგურამოში;
►რეაბილიტაცია უტარდება სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლას;
►მიმდინარეობს სოფელ ფრეზეთის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები;
► რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ახალუბანთან მისასვლელ გზას და შიდა საუბნო გზებს სოფელ არაშენდაში;
►მიმდინარეობს ქალაქ მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობა;
►რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის სისტემებს სოფელ მუხრანში, სოფელ ძეგვში და სოფელ ნავდარაანთკარის ახალ დასახლებაში;
►მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში - ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში, ახალუბანში, ბიწმენდში და წინამძღვრიანთკარში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.