მცხეთა-მთიანეთში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილეებთან, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში და წეროვნის დევნილთა დასახლებაში გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკო.

„30 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან. ამ დღეს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლების დაცვა მისთვის უმთავრესია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მებრძოლს და პატივი მივაგო გარდაცვლილთა ხსოვნას. მადლობა ჩვენს გმირებს თავისუფლებისთვის“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

9 აპრილის გმირთა ხსოვნის პატივსაცემად მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიება და გამოფენა გაიმართა, აღევლინა სასულიერო პანაშვიდები.