60-მდე ფერმერს სახელმწიფო კენკროვნების გაშენებას დაუფინანსებს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და სამომავლო ფერმერულ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
 
ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით 60-მდე ბენეფიციარია შერჩეული, რომლებსაც სახელმწიფო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და ბაღების გასაშენებლად საჭირო მასალის ღირებულებას 100 %-ით დაუფინანსებს.
 
ბენეფიციარებს გადამზადებისთვის ტრენინგები ჩაუტარდებათ და ფერმერული მეურნეობის დასაწყებად შესაბამის რესურსს მიიღებენ.
 
ლურჯი მოცვის, მაყვლისა და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფომ, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის განხორციელება დაიწყო. ქვეკომპონენტში მცხეთა-მთიანეთის რეგიონი გასული წლის შემოდგომაზე ჩაერთო.