მხარის რწმუნებული წეროვნის დევნილთა დასახლების საბავშვო ბაღს ესტუმრა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან თამაზ ბალაშვილთან ერთად, წეროვნის დევნილთა დასახლების საბავშვო ბაღს ესტუმრა და არსებულ ვითარებას გაეცნო. ბაღში სკოლამდელ განათლებას 370 ბავშვი იღებს.   

შალვა კერესელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „OGT” მხარდაჭერით, ბაღის აღსაზრდელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია მცხეთა-მთიანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს და რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ჰუმანიტარულ ღონისძიებებს ახორციელებს. ამ ტიპის ღონისძიებები უახლოეს მომავალში წილკნის საბავშვო ბაღში, წეროვნის, წილკნისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში განხორციელდება.