დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემები რეაბილიტირდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩირდილელიანთკარში და გრიგოლაანთკარში წყლის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა.
 
დასრულებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსთან ირაკლი თოფურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
 
გნხორციელებული სამუშაოების შედეგად სოფლებში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა. 300-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს სასმელი წყალი უკვე 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.
 
პროექტის ფარგლებში მოეწყო 2 ჭაბურღილი, დამონტაჟდა წყალშემკრები ავზი და საუბნო ონკანები.
 
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.