რეგიონში DCFTA-ის გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს

მცხეთა-მთიანეთში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გამოწვევებისა და შესაძლებლობების თაობაზე შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრას მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და რეგიონის ფერმერები ესწრებოდნენ.
 
სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის შედეგად, რეგიონში წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების კიდევ უფრო მეტი პოტენციალი ექნება.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა, რეგიონული და მუნიციპალური მთავრობის ხელმძღვანელებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, DCFTA-ის გამოწვევების პასუხად სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიებზე იმსჯელეს.
 
შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციების „ფიფლ ინ ნიდ“ და „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ ორგანიზებით გაიმართა.