მხარის რწმუნებულმა მიმდინარე წლის პროექტებზე ისაუბრა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის პროექტებზე იმსჯელეს.

მხარის რწმუნებულმა აქცენტი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა და პროცესებში მონაწილე მხარეებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა. შალვა კერესელიძის თქმით, თითოეული პროექტი რეგიონის საჭიროებებზეა მორგებული და მათი სათანადოდ განხორციელება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია.

„ჩვენ, ყველა შესაბამის სახელმწიფო და კერძო უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად ვიმუშავებთ და მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გავუწევთ“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.