რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დღის ცენტრის ბავშვები მოინახულა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, მცხეთაში დღის ცენტრს „მომავლის რწმენა“ ესტუმრა და ბენეფიციარებს და მათ პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
 
ცენტრის ბენეფიციარებმა საბავშვო სპექტაკლი წარმოადგინეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.