მხარის რწმუნებულმა ტატუნაშვილის და ბაშარულის მშობლები მოინახულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მშობლები მოინახულეს. მათ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
 
„ჩვენთვის ეს ძალიან მტკივნეული დანაკლისია. ყოველთვის გვემახსოვრება ადამიანები, რომლებიც საოკუპციო რეჟიმის უსამართლობას შეეწირნენ და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მათ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ“ - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.