მხარის რწმუნებულმა მაღაროსკარელ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა

შალვა კერესელიძე, დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მაღაროსკარის პანსიონს ესტუმრა და მოსწავლეებს და მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
 
მხარის რწმუნებულმა, ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების და კომპანია „ბარამბოს“ მხარდაჭერით, ბავშვებს სასკოლო მერხები, სკამები და საახალწლო ტკბილეული გადასცა და მათთან ერთად სასწავლო ოთახიც მოაწყო.
 
„დღეს, მაღაროსკარის პანსიონის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა. მიხარია, რომ ბავშვების გახარება და მათთვის წინასაახალწლოდ ხალისიანი განწყობის შექმნა შევძელით" - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.