დუშეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს და მათ ოჯახის წევრებს, ასევე, სოციალურად დაუცველ პირებს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. აქციის ფარგლებში ექიმების კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები 95 ბენეფიციარს ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციის პროცესს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე გაეცნო. გუბერნატორის განცხადებით, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ემსახურება.

უფასო სამედიცინო აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.