გუბერნატორმა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ ჟინვალის, ანანურის, ჭონქაძის და მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა მოინახულა და სოფლებში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. 

გუბერნატორთან საუბრის დროს ადგილობრივებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, პრიორიტეტად კი შიდა სასოფლო გზების მოწყობა და კომუნალური მომსახურებების მოწესრიგება დაასახელეს. 

გუბერნატორმა მოსახლეობას 2019 წლის გეგმები გააცნო. შალვა კერესელიძის თქმით, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა მოსახლეობის ძირითად საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

„ჩვენი მიზანია რეგიონში არ დარჩეს არც ერთი დასახლება გაზის, წყლის და ელექტროენერგიის გარეშე, რაც შეიძლება მეტ ქუჩას და გზას ჩაუტარდეს რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით, შესაბამის უწყებებთან ერთად, უკვე აქტიურად ვმუშაობთ“ - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მოსახლეობასთან საუბრის დროს.