გუბერნატორი დუშეთში მასწავლებლებს და ექიმებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე დუშეთში მომუშავე პედაგოგებს და მედიცინის მუშაკებს შეხვდა. გუბერნატორმა მათი პროფესიული საჭიროებები პირადად მოისმინა.
 
შალვა კერესელიძემ ქალაქ დუშეთში არსებული სკოლები და საავადმყოფოც დაათვალიერა. მისი თქმით, განათლება და ჯანდაცვა სახელმწიფოს სიძლიერის ღერძია და ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ თითოეული ეს სფერო სათანადოდ იყოს განვითარებული.
 
„მომავალი წლისთვის დაგეგმილია 21 სკოლის რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება სასოფლო ამბულატორიების მშენებლობა და კეთილმოწყობა. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა სწავლა-განათლება შესაბამის გარემოში მიიღონ, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა კი რეგიონის თითოეული მოსახლისთვის იყოს შესაძლებელი“ - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მასწავლებლებთან და ექიმებთან შეხვედრის დროს.