გუბერნატორი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა. შალვა კერესელიძე სოფლების - გრიგოლაანთკარის, ჩირდილელიანთკარის და ჩუბინიანთკარის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
 
საუბრისას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა, რომელთა შორის არის წყალმომარაგების, გაზიფიცირების და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის საკითხები.
 
„ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და მათი საჭიროებების უზრუნველყოფაა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან“ - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
 
მხარის გუბერნატორმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმები და მომავალი წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.