მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

კობი-გუდაურის მონაკვეთი გახსნილია. რამდენიმე დღიანი შეზღუდვის შემდეგ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა შესაძლებელია. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მთელი დღის განმავლობაში დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც შეფერხებული ავტოკოლონის მგზავრები იყვნენ გაჩერებულები.

გუბერნატორის განცხადებით, სამი დღის განმავლობაში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მობილიზებული იყო, რათა მოძრაობა დროულად აღმდგარიყო და მგზავრებს უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა მისცემოდათ.