შალვა კერესელიძე ილიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, დიდი მწერლის და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებიდან 111 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ:

„ილია ჭავჭავაძის თითოეული მოთხრობა, ნოველა, თუ ლექსი სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული. ილია იცოცხლებს მანამ, სანამ ქართველ ერში იცოცხლებს თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.

ღონისძიების ფარგლებში პრემია „საგურამოს“ ლაურიატების წარდგენა მოხდა.

მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა. ქართველმა პოეტებმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს. ანსამბლ "ქალილოს" მიერ შესრულდა ფოლკლორული მუსიკალური ნომრები.