გუბერნატორი ქვეშეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო არსებულ ვითარებას.

განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებისთვის აქტუალური საკითხები და იმსჯელეს ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზე.

გუბერნატორი ქვეშეთის მოსახლეობას სამოქმედო გეგმის შესახებაც ესაუბრა და ძირითად პრიორიტეტებს შორის ტურიზმის განვითარების, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრამ საკამოდ ნაყოფიერად ჩაიარა. გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის გაზიფიცირების, წყალმომარაგების, მიწის რეგისტრაციის საკითხები. ამ მიმართულებით მომავალში აქტიურ მუშაობას და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციას ვგეგმავთ“ - განაცხადა მხარის გუბერნატორმა.