გუბერნატორმა სოფ.ნავაზის მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე  მოსახლეობასთან კომუნიკაციას განაგრძობს.

რამდენიმე დღის წინ  მცხეთა-მთიანეთის მხარის  ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოითქვა სურვილი გუბერნატორი სოფელ  ნავაზშიც ჩასულიყო.

გუბერნატორმა და მხარის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა მოსახლეობის ეს გამოხმაურება და სხვადასხვა სოფელში ვიზიტებს შორის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ ნავაზში დაიგეგმა.

 შალვა კერესელიძე შეხვდა ნავაზის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, გაეცნო არსებულ ვითარებას, მოისმინა მიმდინარე საკითხები.

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური თემები, მათ შორის წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები. ისაუბრეს განსახორციელებელ პროექტებზე, დაგეგმილ სამუშაოებზე.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის განცხადებით შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა და ამ კუთხით მომავალში აქტიური მუშაობა იგეგმება. „ვიმუშავებთ ბევრს და შევეცდებით ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს“ - განაცხადა შალვა კერესელიძემ.