საბჭოს სხდომა

10 აგვისტოს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი საბჭოს სხდომა გაიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ცვლილებებზე. სხდომის ფარგლებში, ასევე, მოისმინეს და მოიწონეს ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. აბანოსხევი-ჭოპორტის მიმართულებით გზის მონაკვეთის მოასფალტების, სოფ. მაღაროსკარის სკოლა-პანსიონის შენობის ენერგოეფექტური სისტემის მოწყობისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურთისში საკანალიზაციო ქსელის, გამწმენდი ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის საკითხები.