სამუშაო ვიზიტი დუშეთის მუნიციპალიტეტში

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ბულაჩაურს და ქუბრიაანთკარს, ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს წითელსოფელი-ბულაჩაურის საავტომობილო გზისა და ქუბრიაანთკარის სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

წითელსოფელი-ბულაჩაურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის აპრილში დაიწყო და ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 კმ სიგრძის  საგზაო მონაკვეთს. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 318 033 ლარს.

ქუბრიაანთკარის სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2018 წლის მაისში დაიწყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს იგეგმება. სახელშეკრულებო ღირებულება 130 124 ლარს შეადგენს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება (95%), ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების (5%)  პრინციპით.