საბჭოს სხდომა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში

29 ივნისს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებით, საბჭოს სხდომა გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. მოისმინეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2018 წელს მიმდინარე პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიში.
საბჭოს სხდომის ფარგლებში მოხდა სამოქმედო გეგმის განახლება. სხდომის მონაწილეებმა კენჭი უყარეს ახალი პროექტების ასახვას 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში.