მიმდინარე პროექტები მცხეთის მუნიციპალიტეტში

სოფელ ნიჩბისში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ბესიკ ბიჩნიგაურთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან მერაბ თუხარელთან ერთად.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულდეს. დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის ორი სათავე ნაგებობის (N1 და N2 სათავე ნაგებობები) მოწყობა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 46000 ლარს.