სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სამსახურებთან

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, პირველ მოადგილესთან ბესიკ თალაკვაძესთან და მოადგილესთან თამაზ სუჯაშვილთან ერთად, შეხვდა შპს „ტექსერვისისა“ და ახლადდაფუძნებული ა(ა)იპ „დუშეთის წყლის“  წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და სამსახურის თანამშრომლები.

შეხვედრაზე განიხილეს „ტექსერვისისა“ და „დუშეთის წყლის“  ეფექტური ფუნქციონირების ხელისშემშლელი ფაქტორები. გუბერნატორმა ზემოთხსენებული სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები მიმოიხილა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სამსახურებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი შპს და ა(ა)იპ  სამსახურების საჭიროებების გამოკვეთა და მათი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამოქმედო ღონისძიებების დაგეგმვა.