ყანობის საბავშვო ბაღი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობში საბავშვო ბაღი შენდება. - მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა მოადგილეებთან მანანა ნარიმანიძესთან, ბესიკ თალაკვაძესთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანებელთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს გაესაუბრა. საბავშვო ბაღში 8 თანამშრომელი დასაქმდება. ბაღი ერთი ჯგუფზეა გათვლილი და 13 აღსაზრდელი ეყოლება. სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 195025ლარი.