სამუშაო ვიზიტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

 

3 ივნისს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ეკა გალდავა მოადგილეებთან, წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან დავით შუხოშვილთან და მხარის გუბერნატორთან ლევან ზაუტაშვილთან ერთად ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. შეხვედრაზე ისაუბრეს წყლის სისტემის მოწყობის საკითხებზე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად წყალმომარაგების მიმართულებით განსახორციელებელი სამომავლო ღონისძიებები განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.