100 წელი დამოუკიდებელი საქართველოს დაარსებიდან

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მასშტაბურად აღინიშნა. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში გაიმართა მრავალფეროვანი კულტურულ-სანახაობითი და შემეცნებითი ღონისძიებები.  მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ქ. მცხეთის  ცენტრალურ მოედანზე გამოიფინა სამხედრო ტექნიკა და ანტიკვარული მანქანების კოლექცია. დღის მეორე ნახევარში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტები ადგილობრივი საშემსრულებლო ანსამბლების მონაწილეობით.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც რეგიონის მოსახლეობასთან ერთად  ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაფუძნების, დღე იზეიმეს.