ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა

15 მაისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაფორმდა ხელშეკრულება ამერიკული საქველმოქმედო ფონდის „ლდს-ჩერიტი“ ხელმძღვანელებსა და მცხეთა-მთიანეთის სამი მუნიციპალიტეტის - მცხეთის, დუშეთის და თიანეთის - მერებს შორის. ხელშეკრულების ფარგლებში საქველმოქმედო ორგანიზაცია 450 000 ლარს გამოყოფს, რომელიც ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განცხადებით დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაგრძელებაა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ლდს-ჩერიტი“ უკვე რამდენიმე პროექტი დააფინანსა მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით, რამაც რეგიონის მოსახლეობის ყოფითი და სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.