მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მცხეთის მუნიციპალიტეტში

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან მერაბ თუხარელთან ერთად მუხრანის ჭაბურღილისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოები 2017-2019 წლებზეა გაწერილი და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუხრანის ჭაბურღილი 500 ტონიანი რეზერვუარით 700 ბენეფიციარს უზრუნველჰყოფს სასმელი წყლით.