მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მცხეთის მუნიციპალიტეტში

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან მერაბ თუხარელთან ერთად მუხრანის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი და 180 აღსაზრდელს მოემსახურება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და ფაქტობრივად დასრულებულია. შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

მუხრანის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.