მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მცხეთის მუნიციპალიტეტში

10 მაისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მოადგილემ მანანა ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან მერაბ თუხარელთან ერთად ნატახტრის მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. ბაღის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება 2018 წლის ზაფხულში იგეგმება. მშენებარე საბავშვო ბაღი აღსაზრდელთა ოთხ ჯგუფზე იქნება გათვლილი. შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.