სამუშაო ვიზიტი

1 მაისს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი და მოადგილე მანანა ნარიმანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ერთად, არმაზციხე-ბაგინეთის კომპლექსს ეწვივნენ. განიხილეს ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი გზისა და პარკირების სივრცის კეთილმოწყობის საკითხები.

არმაზციხე-ბაგინეთი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში ის იყო ქართლის (იბერიის) სამეფოს დედაქალაქის - მცხეთის აკროპოლისი და იბერიის მეფეების რეზიდენცია.