ჭართალში საბავშვო ბაღი გაიხსნა

30 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ტერიტორიულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. შენობა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო სველი წერტილები, გაკეთდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ბაღი გათვლილია ერთ ჯგუფზე. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში 10 ადამიანი დასაქმდა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით საბავშვო ბაღი ჭართლის ტერიტორიული ერთეულის 11 სოფელს მოემსახურება და სოფლად მოსახლეობის დაბრუნების კიდევ ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი გახდება.