საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა

26 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა. შეხვედრას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია. სხდომაზე, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვასთან ერთად, მცხეთა - მთიანეთში მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრეს. მხარის გუბერნატორმა ხაზსგამით აღნიშნა ტურიზმის განვითარების პრიორიტეტულობა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის სოციალ - ეკონომიკურ განვითარებაში.

ლევან ზაუტაშვილმა ისაუბრა “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ ამოქმედებული კანონის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელისუფლების ერთ -ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. კანონი რეგიონის განვითარების პოლიტიკის არსებითი ნაწილია და მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც 2020 წლისთვის რეგიონის ტერიტორიაზე სარწყავი წყლის პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრილი იქნება .

ზაზა გაბუნიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლევან ზაუტაშვილს შედეგიანი მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ის არის ერთ -ერთი ყველაზე პროგრესული გუბერნატორი.

სხდომის დასასრულს, სხდომის წევრებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს