შეხვედრა სოფელ ალმასიანის მოსახლეობასთან

დაიწყო მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ვიზიტები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. 24 აპრილს, ლევან ზაუტაშვილი მოადგილესთან თამაზ სუჯაშვილთან და სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან ნატო მაისურაძესთან ერთად შეხვდა კობის ტერიტორიული ორგანოს სოფელ ალმასიანის მოსახლეობას, მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, მათთან ერთად აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. გუბერნატორი მოსახლეობას დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც ესაუბრა და პროცესებში სამხარეო ადმინისტრაციის სრული ჩართულობა დააანონსა.