სოფლის განვითარების კონცეფცია და ძირითადი ასპექტები

3 აპრილს, მცხეთა - მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სოფლის განვითარების კონცეფციასა და ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტების მერების და საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეები.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

• სოფლის განვითარების პოლიტიკა: მიზანი, მიდგომები და ინსტიტუციური მოწყობა - ევროპული გამოცდილება

• საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ინსტიტუციური მოწყობა, გამოწვევები და შესაძლებლობები

• ევროპული გამოცდილება , მიწის, წყლის, ტყის რესურსებისა და ნარჩენების მართვა

• არსებული მდგომარეობის მიმოხილვა გარემოს დაცვის მიმართულებით

 შეხვედრა დაიგეგმა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.